1პროექტის სახელი:
~ქართული ყოჩივარდა~
2პროექტის მიზანი:
ქართული ყოჩივარდას მოშენება, როგორც მის ბუნებრივ საარსებო გარემოში, ისე ნაკრძალებსა და სათბურებში.
3პრობლემა:
ქართული ყოჩივარდა ~წითელ წიგნშია~ შეტანილი, ამიტომ აუცილებელია გავუფრთხილდეთ მას.
4კვლევა:
ქართული ყოჩივარდას საარსებო გარემოს შესწავლა, მისი რაოდენობის შემცირების მიზეზების დადგენა.
6პროექტის სრული აღწერა:
კლასს გავყობ ოთხ ჯგუფად.
პირველი ჯგუფის დავალება: ქართული ყოჩივარდას საარსებო გარემო (მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში); გადაუღონ სურათები ბაღებსა თუ სკვერებში ყოჩივარდას, რათა მოვაწყოთ ფოტო გამოფენა.
მეორე ჯგუფის დავალება: მისთვის დამახასიათებელი სასიცოცხლო ციკლი (ერთ, ორ თუ მრავალწლოვანი მცენარეა იგი) თუ ორ ან მრავალწლოვანია, მისი რომელი ნაწილი იზამთრებს. (გაესაუბრონ მაღალი კლასების ბიოლოგიის მასწავლებელს);
აიღონ ინტერვიუ ადგილობრივ გარემოს დაცვის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან.
მესამე ჯგუფის დავალება: როგორ მოუაროთ ქართულ ყოჩივარდას(დაიხმარეთ უფროსები)
ხომ არ ნადგურდება მისი საბინადრო გარემო (თუ მინდორში იზრდება, ხომ არ ხნავენ მას კულტურული მცენარეების დასათესად? თუ ტყეში იზრდება, ხომ არ იჩეხება ტყე?)
მეოთხე ჯგუფის დავალება: ხომ არ ააქვს მას სამკურნალო დანიშნულება? ხომ არ არის შხამიანი ან სარეველა მცენარე?
ხომ არ ააქვს მას დეკორატიული დანიშნულება: ყიდიან თუ არა მას ბაზარში, ყვავილების მაღაზიაში.
დახატეთ ყოჩივარდები და მოვაწყოთ გამოფენა.
7მონაწილეთა ასაკი
: 9 წელი;
8ვადები/ხანგრძლივობა: 10 დღე;
9მოსალოდნელი შედეგები:
პროექტი ხელს შეუწყობს გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გაღრმავებას, გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ–ჩვევების განვითარებას: ინტერვიუს აღებას, გამოკითხვის ჩატარებას, მასალების დამუშავებას ისტ–ის მეშვეობით.
შეაგროვებენ მონაცემებს გადაშენების პირას მყოფი მცენარის შესახებ.
დასახავენ გზებს მის გადასარჩენათ.
10სამუშაო ენა: ქართული.
11პროექტის ფასილიტატორი: მაკა ბერიშვილი
12ფასილიტატორის ელ–ფოსტა: MAKABERISHVILI@GMAIL.COM
Thursday, April 15, 2010
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment